თბილისი, 7 იანვარი — Sputnik. საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ქვეყნის მოსახლეობას შობის ბრწყინვალე დღესასწაული მიულოცა და კეთილდღეობა და სიყვარული უსურვა.
როგორც სალომე ზურაბიშვილი აღნიშნავს, დღევანდელი დღე სიყვარულისა და სიკეთის სიმბოლოა.
„ყველა ქართველს და მართლმადიდებელ ოჯახს მთელ მსოფლიოში გილოცავთ შობას! დღევანდელი დღე სიყვარულისა და სიკეთის სიმბოლოა. თქვენს ოჯახებსა და ჩვენს ქვეყანას კეთილდღეობას და სიყვარულს ვუსურვებ. გილოცავთ ქრისტეშობის დღესასწაულს“, – ნათქვამია პრეზიდენტის მისალოც წერილში.
საქართველოს მოსახლეობის დიდი უმრავლესობა მართლმადიდებელი ქრისტიანია. საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია ქრისტეს შობის დღესასწაულს 7 იანვარს აღნიშნავს. შობის, 6-7 იანვრის ღამეს საქართველოს ყველა მართლმადიდებლურ ტაძარში სადღესასწაულო წირვა-ლოცვა აღევლინა.