მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

იტალიაში ტუნისის მოქალაქის მკვლელობის ბრალდებით ქართველი დააკავეს

ამჟამად კარაბინერები ეძებენ სავარაუდო მკვლელის თანამზრახველს, რომელიც ასევე ქართველია.
Sputnik
თბილისი, 7 იანვარი – Sputnik. ქალაქ პიზის პოლიციამ 25 წლის ტუნისელის მკვლელობის ბრალდებით 32 წლის ქართველი დააკავეს, იუწყება იტალიური მედია.
ამჟამად კარაბინერები ეძებენ სავარაუდო მკვლელის თანამზრახველს, რომელიც ასევე ქართველია.
მედიის ინფორმაციით, თავდამსხმელის კვალს კომპანია "პიზას" ოპერატიული განყოფილების კარაბინერებმა საგამოძიებო განყოფილების კოლეგების დახმარებით მიაკვლიეს, რომლებიც, ძირითადად, მომხმარებლებს და ქალაქის ვიდეოდაკვირვების კამერების გამოსახულებებს ამოწმებენ.