თბილისი, 6 იანვარი — Sputnik. რუსეთმა გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომის ჩატარება მოსთხოვა უკრაინის საკითხზე, იუწყება „რია ნოვოსტი“ ქვეყნის უშიშროების საბჭოს ინფორმირებულ წყაროზე დაყრდნობით.
„რუსეთმა სხდომის ჩატარება 22 იანვრისთვის მოითხოვა კიევისთვის დასავლური იარაღის მიწოდების თემაზე“, — აღნიშნა წყარომ.
ამასთან ცნობილია, რომ დასავლეთის ქვეყნებმა ასევე მიმართეს გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომის 10 იანვარს გამართვის მოთხოვნით. განხილვის თემა ამ შემთხვევაშიც რუსეთ-უკრაინის კონფლიქტია.
როგორც რუსეთის თავდაცვის სამინისტროში განაცხადეს, უკრაინას სამხედრო დახმარებას 54 უცხოური სახელმწიფო უწევს, რომლებმაც უკვე დახარჯეს 200 მილიარდ დოლარზე მეტი. მოსკოვმა ნატოს წევრ ქვეყნებს საპროტესტო ნოტა გაუგზავნა უკრაინისთვის იარაღის მიწოდებასთან დაკავშირებით.