ზემო ლარსი დღეს: რუსეთის საზღვრისკენ მიმავალი გზა ტრაილერებისვის კვლავ დაკეტილია

საქართველო-რუსეთის საზღვრისკენ მიმავალი გზის მონაკვეთი უამინდობის გამო პერიოდულად იკეტება
Sputnik
თბილისი, 5 იანვარი — Sputnik. რუსეთის საზღვრისკენ მიმავალ გზაზე, სადაც „ზემო ლარსის“ საკონტროლო-გა,მშვები პუნქტია განთავსებული, საავტომობილო გზაზე კვლავ აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ტრანსპორტის გადაადგილება, იუწყება ტელეკომპანია „იმედი“.
კერძოდ, თოვის და ლიპყინულის გამო შეზღუდვები დაწესებულია საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის გუდაური(ფოსტა)-კობის მონაკვეთზე.
აღნიშნულ მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა ხორციელდება გაუჩერებლად გავლის რეჟიმში, გუდაური(ფოსტა)–კობის მონაკვეთზე მხოლოდ ზვავდამცავი გვირაბების გავლით.
აღნიშნული რეჟიმით მოძრაობა ხორციელდება საპატრულო პოლიციის უშუალო ზედამხედველობით და კოორდინაციით.
მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის გზა დღეისათვის ერთადერთი სახმელეთო მაგისტრალია, რომელიც საქართველოსა და სომხეთს რუსეთთან აკავშირებს, ხოლო საბაჟო-გამშვები პუნქტი „ყაზბეგი"–„ზემო ლარსი" – ერთადერთი მოქმედი გამშვები პუნქტია.