სერგეი მარკედონოვი
1991 წლის დეკემბერში საბჭოთა-ამერიკული ბიპოლარული დაპირისპირების ერთ-ერთმა პოლუსმა, როგორც გეოპოლიტიკურმა რეალობამ, არსებობა შეწყვიტა. ეს მოვლენა გახდა ახალი მსოფლიო წესრიგის საწყისი წერტილი, რომელშიც აშშ-ის დომინირებას საბჭოთა კავშირის სახით „შემაკავებელი და საპირწონე“ არ ჰქონდა.
მსოფლიოს განსაკუთრებული რეგიონი
ამავდროულად უნდა დავეთანხმოთ ცნობილ ბრიტანელ პოლიტოლოგ ანატოლ ლივენს, რომელიც ამბობდა, რომ ცივი ომის დასრულების შემდეგ, შეერთებული შტატებისა და მისი მოკავშირეების ძალა „მნიშვნელოვნად იყო გადაჭარბებული თავად ამერიკელების მიერ“.
რიგი ქვეყნების და, უპირველეს ყოვლისა, სსრკ-ის კანონიერი მემკვიდრე რუსეთის უარმა, მიეღო Pax Americana, როგორც მსოფლიო წესრიგის ყველაზე ოპტიმალური გზა, საერთაშორისო შეუსაბამობათა ზრდა გამოიწვია. და დღეს, ბელოვეჟსკაიას შეთანხმებაზე ხელმოწერიდან 32 წლის შემდეგ, სწორედ ოდესღაც ერთიანი საბჭოთა სახელმწიფოს უკიდეგანო სივრცეში იცდება დაბალანსებული საერთაშორისო წესრიგის შესაძლებლობები.
იქნება ეს „ძალაუფლებათა კონცერტის“ განახლებული ვერსია თუ ბევრისთვის სასურველი „მრავალპოლარობა?“ თუ ცუდად პროგნოზირებადი „უპოლუსო“ ქაოტური სამყაროგველოდება, რომელიც სავსეა რისკებითა და კრიზისებით? ამ კითხვებზე პასუხები ჩვენს თვალწინ იძებნება, მაგრამ ჯერჯერობით ისინი აშკარა არ არის. მაგრამ პოსტსაბჭოთა სივრცის განსაკუთრებულ როლსა და მნიშვნელობას ახალი სამყაროს მშენებლობაში ყველა ძირითადი საერთაშორისო მოთამაშე აღიარებს.
უკრაინაში მიმდინარე სამხედრო დაპირისპირებისა და კოლექტიური დასავლეთის მხრიდან მიმდინარე ანტირუსული სანქციების ფონზე, მოსკოვისა და ვაშინგტონის მიდგომებში ძნელია (თუ არა შეუძლებელი) საერთო ენის პოვნა. და მაინც, ის არსებობს.
ასე მაგალითად, რუსეთის საგარეო პოლიტიკის განახლებული კონცეფცია, რომელიც 2023 წელს გამოქვეყნდა, „გრძელვადიან კეთილმეზობლურ ურთიერთობებს და პოტენციალების გაერთიანებას სხვადასხვა სფეროში“ დსთ-ის ქვეყნებთან და სხვა მეზობელ ქვეყნებთან „უსაფრთხოებისთვის ყველაზე მნიშვნელოვნად“ განსაზღვრავს ქვეყნის განვითარებისა და ცივილიზაციის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი სუვერენული ცენტრის პოზიციის განმტკიცებაში.
ამავდროულად, აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგიაში, რომელიც 2022 წლის ოქტომბერში დამტკიცდა, საუბარია „გადამწყვეტი ათწლეულის შესახებ ამერიკისა და მსოფლიოსთვის". ამასთან ვაშინგტონი რუსეთს (ჩინეთთან ერთად) „რევიზიონისტულ ქვეყნად“ მიიჩნევს, ანუ სახელმწიფოდ, რომელიც დაუპირისპირდა ამერიკის გლობალურ ჰეგემონიას.
და სწორედ ამ კონტექსტში ადგენს შტატები მოსკოვის „შეკავების“ მნიშვნელობას, პირველ რიგში, ევრაზიაში. ამრიგად, უკრაინის მხარდაჭერა ამერიკელების მიერ განიხილება არა მხოლოდ როგორც „დემოკრატიის ღირებულებების" ხელშეწყობის ინსტრუმენტი, არამედ როგორც გლობალური გავლენისთვის ბრძოლაში საშიში კონკურენტის შესუსტების შესაძლებლობა.
ოდესღაც, ცივი ომის პიკზე, აშშ-ის პრეზიდენტმა რონალდ რეიგანმა მართებულად თქვა: „თუ ჩვენ ვერ დავიცვათ თავს [ცენტრალურ ამერიკაში], ჩვენ არ უნდა გვქონდეს სხვაგან გამარჯვების იმედი. ჩვენი ავტორიტეტი დაინგრევა, ჩვენი ალიანსები დაიშლება და ჩვენს სამშობლოს საფრთხე დაემუქრება“.
ნებისმიერი ქვეყნისთვის მისი სამეზობლო განსაკუთრებული ინტერესის ზონაა. და, როგორც წესი, უამრავი დავისა და პრობლემისა. დასავლეთში ძალიან უყვართ საუბარი მოსკოვის უუნარობაზე, დაალაგოს ურთიერთობები მეზობელ ქვეყნებთან. თუმცა ცნობილი ანდაზა „აშშ-თან ძალიან ახლოს და ღმერთისგან ძალიან შორს“ დაიბადა არა საქართველოში ან მოლდოვაში, არამედ მექსიკაში. და რთული „სამეზობლო დინამიკა“ კარგად არის ცნობილი არა მხოლოდ ამერიკელებისთვის (გაიხსენეთ მათი ქმედებები კუბაზე ან ნიკარაგუაში), არამედ თურქების, ბერძნების, ირანელების, ინდოელების, პაკისტანელებისა და ჩინელებისთვის.
პოსტსაბჭოთა სივრცე: ვესტერნიზაციასა და აღმოსავლეთიზაციას შორის
რუსეთში გამოქვეყნებულ მრავალ კვლევასა და საექსპერტო დასკვნაში დასავლეთისა და მისი ძალაუფლების „ჩასვენებაზე“ საუბარი ერთგვარ ჩვეულებრივ სიბრძნედ იქცა. თუმცა, „ჩასვენება“ არ ნიშნავს ბრძოლისთვის მოუმზადებლობას. შტატებიცა და მისი მოკავშირეებიც შესანიშნავად წარმოაჩენენ თავიანთ სურვილს, შეინარჩუნონ პოზიციები რუსეთის ახლო საზღვარგარეთში.
უკრაინაში რუსეთის სპეცოპერაციის ფონზე შეერთებულმა შტატებმა და ევროკავშირმა ძალების კონსოლიდაცია და, შედეგად, ნატოს გაფართოების ახალი ტალღები და მთელი რიგი პოსტსაბჭოთა ქვეყნების ალიანსში ინტეგრაციის გაღრმავება მოახერხეს.
2022-2023 წლებში დასავლეთი საგრძნობლად გაძლიერდა მოლდოვაში. პროევროპული ძალების მხარდაჭერით მან დე ფაქტო „გაიტანა“ არა მხოლოდ დსთ-იდან ამ ქვეყნის შესაძლო გასვლის, არამედ ნეიტრალიტეტზე უარის თქმის საკითხი. დასავლეთმა ასევე მოახერხა სომხეთში ფეხის მოკიდება და მასსა და აზერბაიჯანს შორის სამშვიდობო ხელშეკრულების მომზადების ალტერნატიული გზების შექმნა.
შესაძლო სანქციების ზეწოლის ინსტრუმენტების გამოყენებით დასავლეთი ცდილობს გააძლიეროს თავისი პოზიციები ცენტრალურ აზიაში და ამა თუ იმ გზით ხელი შეუწყოს ევრაზიული ინტეგრაციის ურთიერთქმედების „გაყინვას“. პირველი სამიტი "ცენტრალური აზია + აშშ" (C5+1) ფორმატში, რომელიც 2023 წლის სექტემბერში გაიმართა ნიუ-იორკში, იმის მანიშნებელია, რომ ვაშინგტონს სურს სერიოზულად და დიდი ხნით დაიმკვიდროს ადგილი რეგიონში.
თუმცა პოსტსაბჭოთა ევრაზიის უზარმაზარ სივრცეში მიმდინარე პროცესები მხოლოდ დასავლური ვექტორით შემოფარგლვა არასწორი იქნებოდა. ჩვენ ასევე ვხედავთ, თუ გნებავთ, ისტერნიზაციის პროცესებსაც. ისრაელსა და ირანს, ირანსა და თურქეთს შორის არსებული წინააღმდეგობები პირდაპირ გავლენას ახდენს სამხრეთ კავკასიის დინამიკაზე.
ყარაბაღის ყველაზე ხანმოკლე მესამე ომის შემდეგ, ანკარის გავლენა რეგიონში შესამჩნევად გაიზარდა. და შევნიშნავთ, რომ თურქეთი, როგორც ნატოს წევრი, ღიად პოლემიკობს შეერთებულ შტატებსა და ევროკავშირთან კავკასიის რეგიონულ პერსპექტივასთან დაკავშირებით. ირანი თავის მხრივ საკუთარ „წითელ ხაზებს“ ხაზავს და აცხადებს, რომ სომხეთის „ტერიტორიული მთლიანობის დარღვევა“ არ სურს.
რუსეთსა და დასავლეთს შორის მიმდინარე დაპირისპირებამ ახალი შესაძლებლობები გაუხსნა ჩინეთს. შედეგად, პეკინის აქტივობა პოსტსაბჭოთა სივრცეში იზრდება. 2023 წლის მაისში სიანში ჩინეთი-ცენტრალური აზიის პირველი ორდღიანი სამიტი გაიმართა, ხოლო სექტემბერში ჩინეთის ელჩმა თბილისში ჟოუ ციანმა განაცხადა, რომ მისი ქვეყანა განსაკუთრებულადაა დაინტერესებული ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის განვითარებით.
და, რა თქმა უნდა, განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია ჩინეთის პოზიცია უკრაინის კრიზისის პოლიტიკური მოგვარების შესახებ (ასევე ცნობილი როგორც პეკინის სამშვიდობო გეგმა).
აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ 2023 წელს აზიისა და აფრიკის ქვეყნები შესამჩნევად გააქტიურდნენ სამშვიდობო სფეროში. ჩინეთის გარდა, უკრაინის ტრეკზე სამსახური უკვე შესთავაზეს თურქეთმა, საუდის არაბეთმა და აფრიკის ქვეყნებმა სამხრეთ აფრიკის პრეზიდენტ კირილ რამაფოსას ხელმძღვანელობით.
რისკები და შესაძლებლობები
ამ გეოპოლიტიკურ ციკლში რუსეთისთვის, როგორც განსაკუთრებული პოსტსაბჭოთა მოთამაშისთვის, არის როგორც ახალი რისკები, ისე შესაძლებლობების ფანჯარაც. უნდა გვესმოდეს, რომ მრავალპოლარულობა პანაცეა არ არი. ის ხურავს პრობლემების ერთ ნაკრებს, მაგრამ ხსნის ახალს.
და ახლო საზღვარგარეთის არადასავლელი მოთამაშეები, რაც უნდა კონკურენცია გაუწიონ კოლექტიურ დასავლეთს, არ გაატარებენ უანგარო ალტრუიზმის პოლიტიკას მოსკოვის მიმართ. ეროვნული ინტერესების ხელშეწყობა პეკინის, ანკარის, თეირანისა და ერ-რიადის მთავარი პრიორიტეტია.
ხოლო თუ შესაძლებლობებზე ვისაუბრებთ, მაშინ უნდა ითქვას, რომ პოსტსაბჭოთა ქვეყნების ელიტის შიგნითაც და საზოგადოებებშიც საგარეო პოლიტიკის მენიუს შეცვლის მოთხოვნაა. და ამან შეიძლება მოსკოვის სასარგებლოდ იმუშაოს. საქართველო, რომელსაც კავკასიაში ყველაზე პროდასავლური ქვეყნის რეპუტაცია აქვს, მზადაა განავითაროს ეკონომიკური ურთიერთობები როგორც რუსეთთან, ისე ჩინეთთან; ხოლო დასავლეთისკენ პირმიქცეული სომხეთი კვლავაც დაინტერესებულია ევრაზიული ეკონომიკური ინტეგრაციით.
ცენტრალური აზიის ქვეყნები, დასავლური წნეხის ქვეშაც კი, არც „პარალელურ იმპორტზე“ ამბობენ უარს და არც არსებული დავების გადაწყვეტაში (მაგალითად, ტაჯიკეთ-ყირგიზეთის პრობლემები) მოსკოვის შუამავლობაზე.
აზერბაიჯანი ცდილობს, თურქეთის მზარდი გავლენა რუსეთთან თანამშრომლობით დააბალანსოს. მოლდოვაში უკმაყოფილება (როგორც 2023 წლის საერთო მუნიციპალურმა არჩევნებმა აჩვენა) მაია სანდუს გაუწონასწორებელი პოლიტიკის გამო. და რაღა თქმა უნდა, უკრაინის კონფლიქტისგან დაღლილობაც ყველას დაუგროვდა.
პოსტსაბჭოთასივრცისთვისკონკურენცია2024 წელს და მომდევნო წლებშიც გაიზრდება. სამ ათეულ წელზე მეტია, რაც აქ „გამაერთიანებელი ინერცია“ საგრძნობლად ამოიწურა. ნაკლებად სავარაუდოა, რომ რაიმე ინტეგრაციული ინტენციები თავისთავად გაჩნდეს — ძალისხმევების გარეშე. ესე იგი, წარმატება იმის იქნება, ვინც აბსტრაქციების, განყენებული სქემებისა და მანტრების ნაცვლად, შეძლებს დაამტკიცოს თავისი უნიკალურობა, ეფექტურობა და პრაგმატიზმი.
რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებებს და პასუხს არ აგებს მათზე