თანამედროვე ვაჭრობის თავისებურებები

მნიშვნელოვანი დღესასწაულების წინ ყველა საყიდლებზე მიდის
Sputnik
ალბათ ყველას გეცნობათ სიტუაცია, როდესაც სოცქსელებსა და ვებ-გვერდებზე ქვეყნდება განცხადება ფასის გარეშე, გამყიდველებს კი ასობით შეკითხვაზე ერთი პასუხი აქვთ: „პირადში მოგვწერეთ!“
ასეთი განცხადებები სოცქსელებში მუდმივად მატულობს. ან არ სურთ ადამიანების ფასებით შეშინება, ან ამით კლიენტებს იზიდავენ. უკვე ჩნდება განცდა, რომ ფასის კითხვისას ბაზარშიც ასე გვიპასუხებენ: “პირადში გიპასუხეთ!“