მოსაზრება: რუსეთი ნავთობბაზრებზე არსებულ ვითარებას მოერგო

Sputnik
იგორ იუშკოვი
რუსეთის ეროვნული ენერგეტიკული უსაფრთხოების ფონდის წამყვანი ექსპერტი
2023 წელიგახდა2022 წელს მომხდარ ცვლილებებთან საბოლოო ადაპტაციის პერიოდი. ტრანსფორმაცია, რომელიც შეეხო მთელ გლობალურ ენერგეტიკულ ბაზარს, გამოწვეული იყო რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციებით.
პირობითად შეგვიძლია გამოვყოთ ბაზრის რესტრუქტურიზაციის ორი ტალღა. პირველი 2022 წლის გაზაფხულზე დაიწყო. გასული წლის მარტში შეერთებულმა შტატებმა დააწესა აკრძალვა რუსული ნავთობის, ნავთობპროდუქტების, ქვანახშირისა და გაზის იმპორტზე 2022 წლის 1 აპრილიდან.
ამავდროულად, ევროპულ კომპანიებს ღიად ეშინოდათ რუსული ნავთობის ახალი პარტიების სპოტურ ბაზრებზე შეძენისა, თუმცა ისინი განაგრძობდნენ ნედლეულის მიღებას ადრე დადებული გრძელვადიანი კონტრაქტებით.
მაგალითად, Shell-მა იყიდა რუსული ნავთობის პარტია და ოფიციალური ბოდიში მოიხადა და ამას "რთული გადაწყვეტილება“ უწოდა. ამან გამოიწვია რუსეთიდან ნავთობის ნაკადების გადამისამართება აზიის ბაზრებზე.
მაგრამ გადამზიდავებთან და ახალ მყიდველებთან კონტრაქტების გაფორმებას რამდენიმე კვირა დასჭირდა, რა დროსაც რუსეთიდან ექსპორტი შემცირდა. შედეგად, ბირჟაზე ფასმა ბარელზე 120 დოლარს მიაღწია. მაგრამ რუსული ნავთობის ფასდაკლება გაიზარდა 2022 წლის პირველ ნახევარში, რადგან მოსკოვს სჭირდებოდა ტრადიციული მიმწოდებლების განდევნა აზიის ბაზრებიდან და სასანქციო რისკების დაფარვა. თუმცა, ბოლო ერთი წლის განმავლობაში ფასდაკლება თანდათან შემცირდა.
მიმდინარე „სანავთობო წელი“ 2022 წლის 5 დეკემბერს დაიწყო, როდესაც რუსეთის წინააღმდეგ ორი ტიპის სანქციები გამოცხადდა: 1) ევროკავშირში ზღვით ტრანსპორტირებული რუსული ნავთობის იმპორტის აკრძალვა, 2) „ფასის ზღვარი“ ( ტანკერებით ნავთობის ტრანსპორტირების აკრძალვა და ამ ტრანსპორტირების დაზღვევა, თუ ფასი 60 დოლარს აღემატება ბარელზე). 2023 წლის 5 თებერვლიდან მსგავსი შეზღუდვები (როგორც ემბარგო, ასევე „ფასის ლიმიტები“) დაიწყო რუსეთის ნავთობპროდუქტებზეც.
შემოღებულმა შეზღუდვებმა გამოიწვია რუსული ნავთობისა და საწვავის გაყიდვების ბაზრების კონცენტრაცია. თუ გადავხედავთ ცალკეულ ქვეყნებს, ჩინეთი მრავალი წლის განმავლობაში ნავთობის ყველაზე დიდი მყიდველია რუსეთიდან. თუმცა, ევროკავშირის ქვეყნები, ჯამური შესყიდვის მოცულობით, უსწრებდნენ მას. აღმოჩნდა, რომ ზოგადად რუსული ექსპორტი საკმაოდ დივერსიფიცირებული იყო.
სატანკერო გადაზიდვები იზრდება
2023 წლისდეკემბრისთვისსაზღვაოტრანსპორტითრუსულინავთობისგაყიდვებისდაახლოებით70,5% ორ ქვეყანაზე — ჩინეთსა და ინდოეთზე მოდიოდა. თუ თურქეთში მიწოდებებს გავითვალისწინებთ, რომელიც მესამე ადგილზეა, სატანკერო ნავთობის მიწოდების დაახლოებით 84%-ს მივიღებთ. თუ მილსადენურ მიწოდებას გავითვალისწინებთ, მაჩვენებლები კიდევ უფრო მაღალი იქნება.
ერთი მხრივ, ასეთი კონცენტრაცია არის რისკი, რადგან რუსეთი რამდენიმე ქვეყანაზეა დამოკიდებული, როგორც მისი ძირითადი საექსპორტო პროდუქტის ბაზარზე. მეორე მხრივ, ჩინეთი და ინდოეთი ნავთობის დიდი და მზარდი მომხმარებლები არიან. ისინი, დასავლეთის ქვეყნებისგან განსხვავებით, წიაღისეული ენერგიის წყაროებზე უარს არ ამბობენ.

ექსპორტი მილსადენებით და გადამამუშავებელი ქარხნებით გერმანიაში

2023 წელს მნიშვნელოვანი ცვლილებები მოხდა მილსადენებით რუსული ნავთობის ექსპორტის სეგმენტში. ნავთობსადენებით მიწოდება ევროპაში არ არის აკრძალული ევროკავშირის სანქციებით. მაგრამ ჯერ კიდევ 2022 წელს, პოლონეთი ყველანაირად ცდილობდა დაერწმუნებინა გერმანია, რომ სინქრონულად დაეწესებინა ემბარგო ეროვნულ დონეზე რუსულ ნავთობზე, რომელიც ნავთობსადენ „დრუჟბით“ მიეწოდებოდა.
შედეგად, ბერლინმა ეს გააკეთა 2023 წლის იანვრიდან, მაგრამ თავად პოლონეთმა — არა. ვარშავას რუსული კომპანიების მხრიდან სარჩელების ეშინოდა კონტრაქტების პირობების შეუსრულებლობის გამო და უნდოდა, კონტრაქტების დასრულებამდე მოეცადა. შედეგად, თავად რუსეთმა 2023 წლის თებერვალში შეწყვიტა ნედლეულის გადატუმბვა „დრუჟბას“ გავლით პოლონეთის გადამამუშავებელ ქარხნებში.
გერმანია, რუსული ნავთობის მილსადენური მიწოდების არარსებობის პირობებში, ცდილობდა უმარტივესი გზით წასულიყო — შეთანხმებულიყო ყაზახეთიდან ნავთობის იმპორტზე იმავე „დრუჟბის“ გავლით. მხარეები შეთანხმდნენ წელიწადში 1,2 მილიონი ტონა ნავთობის მიწოდებაზე. თუმცა, 11 თვეში მხოლოდ 843 ათასი ტონა გადაიქაჩა. დეკემბერში კი დაახლოებით 150 ათასი ტონის მიწოდება იგეგმებოდა. ჯამური რაოდენობა 1 მილიონ ტონაზე ოდნავ ნაკლებია. ეს აშკარად არ არის საკმარისი რუსული მარაგის ჩასანაცვლებლად, საიდანაც მიწოდება 2021 წელს 17 მლნ ტონას, ხოლო 2022 წელს – 15,1 მლნ ტონას შეადგენდა.
გერმანიის გადამამუშავებელი ქარხნები, მას შემდეგ, რაც უარი თქვეს რუსული ნავთობის იმპორტზე „დრუჟბის“ გავლით, ბოლომდე დატვირთული არ არის. პოლონეთი ცეცხლზე ნავთს ასხამს: ის ცდილობს თავიდან აიცილოს აღმოსავლეთიდან ნავთობის გერმანიაში გადაქაჩვა ნავთობსადენის გავლით, მიუხედავად მისი წარმოშობისა.
ვარშავას სურს, რომ გერმანული გადამამუშავებელი ქარხნები გდანსკში ტანკერებით გადაზიდული ნავთობით დაიტვირთოს, რადგან ამ შემთხვევაში ის მიიღებს ფულს გადატვირთვისთვის და გერმანიაში ნავთობსადენით ტრანსპორტირებისთვის. ამ ყველაფრის საფასურს გერმანული კომპანიები გადაიხდიან. მაგრამ სტრატეგიული მიზანი — ეს გერმანული გადამამუშავებელი ქარხნების შეძენაა პოლონური Orlen-ის მიერ.
პირველ ეტაპზე ის აპირებს გერმანიის გადამამუშავებელ ქარხნებში წილების შეძენას, რომლებიც ადრე „როსნეფტს“ეკუთვნოდა და დე ფაქტო იყო ნაციონალიზებული; ხოლო მომავალში ვარშავა საკონტროლო პაკეტების კონსოლიდაციას შეეცდება.

ინტრიგები OPEC+-თან

ფინანსური თვალსაზრისით, 2023 წელი ნავთობექსპორტიდან რუსეთის შემოსავლის ზრდით გამოირჩეოდა. უპირველეს ყოვლისა, შემცირდა ფასდაკლება რუსულ ნავთობზე ლოჯისტიკის აგებისა და ფინანსური ტრანზაქციების დაზუსტების გამო (35-დან 10,3 დოლარამდე ბარელზე).
მეორეც, მსოფლიო ბაზარზე ნავთობის ფასი ზოგადად იზრდებოდა ივლისიდან ოქტომბრამდე პერიოდში, რამაც რუსეთს შემოსავლების გაზრდის საშუალება მისცა. ამის მიზეზი OPEC+-ის წევრი ქვეყნების გადაწყვეტილებები იყო.
თებერვალში ვიცე-პრემიერმა ალექსანდრ ნოვაკმა განაცხადა, რომ რუსეთი შეამცირებდა მოპოვებებს დღეში 500 ათასი ბარელით. მერე შეთანხმების რამდენიმე მხარემ შეამცირა სადღეღამისო მოპოვება 1,2 მილიონი ბარელით. ივლისიდან კი საუდის არაბეთმა სადღეღამისო მოპოვება კიდევ 1 მილიონი ბარელით შეამცირა. ამან ნავთობის ფასების აწევა (ნოემბერში – 72,8 დოლარი ბარელზე) გამოიწვია.

ყაზახეთი, აზერბაიჯანი და სხვა ქვეყნები

ჯერჯერობით ყაზახეთსა და აზერბაიჯანს რეალიზაციის პრობლემა არ ჰქონიათ. პირიქით, მათი ნავთი წარმატებით იყიდება ევროპულ ბაზარზე რუსული მარაგების არარსებობის პირობებში. ყაზახეთმა თავი დაიზღვია და 2022 წელს თავისი ექსპორტის მოცულობა გამოაცხადა როგორც KEPCO კლასი, თუმცა ნავთობი თავისი მაჩვენებლებით რუსული Urals-ის მსგავსია. ამასთან, KEPCO-ზე არ არის ფასდაკლება რუსულისგან განსხვავებით.
ყაზახეთმა ასევე არ განიცადა ზარალი გერმანიის გადამამუშავებელ ქარხნებში მიწოდების წარუმატებლობის გამო; იგი წარმატებით ყიდის თავის ნავთობს ნოვოროსიისკისა და ბალტიის ზღვის პორტების გავლით.
აზერბაიჯანმა ასევე ისარგებლა მსოფლიო ბაზრების რესტრუქტურიზაციით. ნავთობის ახალი მიმწოდებლებისგან —ახლო აღმოსავლეთისა და აფრიკის ქვეყნებისაგან განსხვავებით, რომლებიც რუსეთის ნაცვლად მოვიდნენ ევროპაში, აზერბაიჯანს აქვს მცირე სატრანსპორტო მანძილი, რაც ზრდის ევროპაში მისი გაყიდვების მარჟინალობას. 2023 წლის 10 თვის განმავლობაში ბაქომ ევროპაში ნავთობის ექსპორტი 9%-ით გაზარდა.
ამრიგად, შეიძლება ითქვას, რომ რუსეთი 2023 წელს სრულად შეეგუა ახალ საბაზრო ვითარებას. მეზობელი ქვეყნები კი ამ სიტუაციით აქტიურად სარგებლობენ შემოსავლების გაზრდის მიზნით. მაგრამ რუსეთი არ მიიჩნევს პოსტსაბჭოთა ქვეყნებს პრობლემების წყაროდ — ბაზრების რესტრუქტურიზაცია ხდება დასავლეთის ქვეყნების მიერ დაწესებული ანტირუსული სანქციების გამო. რუსეთი კი სწორედ მათ ეწინააღმდეგება და არა ნავთობის მწარმოებელ მეზობლებს.
რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებებს და პასუხს არ აგებს მათზე