საქართველოში ახალი კომუნალური ტარიფები ამოქმედდა

Sputnik
თბილისი, 3 იანვარი – Sputnik. 1 იანვრიდან მთელი საქართველოს მასშტაბით ელექტროენერგიაზე სამომხმარებლო და არასამომხმარებლო ტარიფები შემცირდა.
2024 წლის 1 იანვრიდან 101 კილოვატამდე ელექტროენერგიის მოხმარების შემთხვევაში ტარიფი 0,15 ლარი იქნება, 301 კილოვატამდე მომხმარების შემთხვევაში - 0,19 ლარი. აბონენტებისთვის, რომლებიც მოიხმარენ 301 კილოვატზე მეტ ელექტროენერგიას, ტარიფი 0,235 ლარი გახდება.
გარდა ამისა, რეგიონებისთვის 101 კილოვატამდე ელექტროენერგიის მოხმარების შოხმარების შემტხვევაში ტარიფი იქნება 0,14731 ლარი, 301 კილოვატამდე მოხმარების შემთხვევაში - 0,15707 ლარი. აბონენტებისთვის, რომლებიც მოიხმარენ 301 კილოვატზე მეტ ელექტროენერგიას, ტარიფი 0,23227 ლარი იქნება.
მოსახლეობისთვის წყლის სამომხმარებლო ტარიფი უცვლელი დარჩა, კომერციული მომხმარებლებისთვის კი თბილისში, რუსთავში და მცხეთაში გაიზარდა. თბილისსა და მცხეთაში არასამომხმარებლო ტარიფი კუბურ მეტრზე 8,8 ლარია დადგენილი, ხოლო რუსთავში კუბურ მეტრზე.– 6,5 ლარი
გარდა ამისა, გაზგამანაწილებელი კომპანია Tbilisi Energy 2024 წლის 1 იანვრიდან გაზრდის ბუნებრივი აირის ტარიფს თბილისში კომერციული მომხმარებლებისთვის. კომერციული მომხმარებლისთვის ტარიფი 1 კუბურ მეტრზე დღგ-ს ჩათვლით 1,29 ლარი იქნება.
საყოფაცხოვრებო მომხმარებლისთვის Tbilisi Energy ტარიფი არ შეიცვლება და უწინდებურად დაახლოებით 0,54 ლარი იქნება კუბურ მეტრზე.