უახლოეს დღეების ამინდი: თოვლი, ქარბუქი და ლიპყინული

Sputnik
თბილისი, 3 იანვარი — Sputnik. საქართველოში, ძირითადად კი ქვეყნის დასავლეთ ნაწილში, 3-5 იანვარს დროგამოშვებით წვიმაა მოსალოდნელი, იუწყება გარემოს ეროვნული სააგენტო.
შემდეგი ორი დღის განმავლობაში მთიან და მაღალმთიან რეგიონებში ზოგან ძლიერი თოვა, ქარბუქი, ნისლი, ლიპყინული და ზვავსაშიშროება, ზღვაზე შესაძლებელია 3-4 ბალიანი შტორმული ღელვა.
სინოპტიკოსების პროგნოზით, საავტომობილო გზების ცალკეულ მონაკვეთებზე დიდთოვლობის, ხილვადობის გაუარესების, ქარბუქის, ლიპყინულის და ზვავსაშიშროების გამო შესაძლებელია შეიზღუდოს ტრანსპორტის მოძრაობა.
მოსალოდნელმა ნალექებმა დასავლეთ საქართველოს მდინარეებზე შესაძლებელია წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, ხოლო გორაკ-ბორცვიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს.