სიტყვას დიდი ძალა აქვს - ილია მეორემ მოსახლეობას ახალი წელი მიულოცა

რამდენიმე საუკუნის წინ იყო ხალხში ასეთი წესი, ხვდებოდნენ ერთმანეთს და ეუბნებოდნენ – გიხაროდენ შინ და გარეთ, იხარეთ ორსავე სოფელსა შინა, მშვიდობა ჩვენს ქვეყანას, ბრძანა პატრიარქმა
Sputnik
თბილისი, 1 იანვარი — Sputnik. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ მოქალაქეებს ახალი 2024 წელი მიულოცა და შეახსენა, რომ სიტყვას დიდი ძალა აქვს.
„მე დღეს გხვდებით თქვენ, რათა მოგილოცოთ ახალი წელი. სიტყვას აქვს ძლიერი ძალა. რამდენიმე საუკუნის წინ იყო ხალხში ასეთი წესი, ხვდებოდნენ ერთმანეთს და ეუბნებოდნენ – გიხაროდენ შინ და გარეთ, იხარეთ ორსავე სოფელსა შინა, მშვიდობა ჩვენს ქვეყანას“, – ბრძანა ილია მეორემ.