თბილისი, 31 დეკემბერი — Sputnik. საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ მანავში მკვლელობა მოხდა, იუწყება „მთავარი არხი“.
ადგილობრივების ინფორმაციით, კაცმა მასთან საცხოვრებელ სახლში მისულ თანასოფლელს ცივი იარაღით სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა. 31 წლის მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალა.
მასპინძელსა და სტუმარს შორის მკვლელობას წინ ურთიერთშელაპარაკება უძღოდა. კონკრეტული მოტივი ჯერჯერობით უცნობია.
მკვლელობაში ბრალდებული ცხელ კვალზე დააკავეს.
ფაქტზე დაწყებულია გამოძიება.