საქართველოში მიწისძვრა მოხდა

ინფორმაცია მსხვერპლისა და ნგრევის შესახებ არ ვრცელდება.
Sputnik
თბილისი, 30 დეკემბერი – Sputnik. დმანისიდან 9 კმ სამხრეთ-აღმოსავლეთით, სოფელ საკირესთან 4,1 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა, აღნიშნულია სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციაში.
ბიძგები თბილისის დროით 08:58 საათზე დაფიქსირდა. ეპიცენტრი 9 კმ სიღრმეში მდებარეობდა.
ინფორმაცია მსხვერპლისა და ნგრევის შესახებ არ ვრცელდება.