ვარკეთილში პლასტმასის საწყობში ხანძარია – ვიდეო

ამჟამად ტერიტორიაზე ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოები მიმდინარეობს.
Sputnik
თბილისი, 29 დეკემბერი – Sputnik. ვარკეთილში მდებარე პლასტმასის საწყობში ხანძარი გაჩნდა, იუწყება ტელეკომპანია „რუსთავი 2“.
როგორც საგანგებო სიტუაციების სამსახურში განაცხადეს, ადგილზე მობილიზებული არიან სახანძრო–სამაშველო სამსახურის წარმომადგენლები.
ამჟამად მიმდინარეობს ხანძრის ქრობის სამუშაოები.
მედიასაშუალების ინფორმაციით, საწყობი სავაჭრო ცენტრი „ჰუალინგის“ ტერიტორიაზე მდებარეობს.