პოლიტოლოგი: არჩევნებზე „ნაცმოძრაობა“ „ქართულ ოცნებას“ კონკურენციას ვეღარ გაუწევს

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, რომელიც ამ დრომდე ძირითადი ოპოზიციური ძალა იყო, 2024 წლის არჩევნებზე მმართველ პარტია „ქართული ოცნება -დემოკრატიულ საქარველოს“ კონკურენციას, ალბათ, ვერ გაუწევს, - განაცხადა პოლიტოლოგმა თამარ კიკნაძემ
Sputnik
„ნაციონალურ მოძრაობაში“ დიდი განხეთქილებაა და ვთვლი, რომ ეს ძალიან კარგია. „ნაცმოძრაობა“ არის დესტრუქციული ძალა, რომელიც ხელისუფლებაში ყოფნის დროს ძალიან არასახარბიელო პოლიტიკით გამოირჩეოდა და იქამდეც კი მიიყვანა საქართველო, რომ 2008 წელს ომი გაჩაღდა ჩვენს ტერიტორიაზე“, - აღნიშნა პოლიტოლოგმა.
კიკნაძის აზრით , მოსახლეობის დიდი ნაწილისთვის არც ის დღის წესრიგია მისაღები, რომელსაც ეს პოლიტიკური ძალა ქართველ ხალხს სთავაზობს. ეს განსაკუთრებით კარგად უკრაინაში მიმდინარე პროცესებთან მიმართებაში გამოჩნდა.
თამარ კიკნაძე საზოგადოებრივი მოძრაობა „ხალხის ძალის“ მიერ წამოყენებულ ინიციატივასაც გამოეხმაურა, რომლის თანახმად „ნაცმოძრაობის“ გასამართლება უნდა მოხდეს. ყოფილი მმართველი პარტიის მოღვაწეობას პოლიტიკური შეფასება თუნდაც იმიტომ უნდა მიეცეს, რომ სხვებმა იგივე არ გაბედონ, დასძინა პოლიტოლოგმა.
„მიუხედავად იმისა, რომ სააკაშვილი ციხეშია და რიგმა პოლირტიკოსებმაც მოიხადეს სასჯელი, მაინც ვთვლი, რომ მათი დესტრუქციული ქმედებები უფრო დიდ სასჯელს იმსახურებს. ეს დაანახებს ადამიანებს, რომ საკუთარი ხელისუფლების მხრიდან ასე მოქცევა არ შეიძლება“, -განაცხადა კიკნაძემ.