თბილისი, 29 დეკემბერი — Sputnik. საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ქვეყნის პირველი საიუბილეო ბანკნოტის შესაქმნელად კონკურსი გამოაცხადა, რომელიც ქართული ეროვნული ვალუტა - ლარის 30 წლის იუბილეს ეძღვნება.
ბანკნოტი 50 მ ლარის ნომინალის იქნება. საკონკურსო ნამუშევრების მიღება 2024 წლის 8 იანვარს დაიწყება და 11 მარტამდე გასტანს.
კონკურსის პირობების მიხედვით, ბანკნოტზე, ერთი მხრივ, უნდა იყოს წარმოდგენილი თანამედროვე საქართველო და ლარი, როგორც მნიშვნელოვანი პროექტებისაა და მიღწევების მქონე ევროპული ქვეყნის დამოუკიდებელი ვალუტა, ეროვნული ბანკის შენობა და ევროკავშირის ახალი რუკა, სადაც საქართველოც არის აღნიშნული.
ბანკნოტის მეორე მხარის დიზაინი უნდა იყოს ისტორიულ-ტრადიციული და უნდა ასახავდეს ქართული ვალუტის ისტორიას კოლხური თეთრიდან ლარის შემოღებამდე, ქვეყნების ისტორიას კულტურული და ვიზუალური ცნობების გამოყენებით.
2025 წელს ლარის შემოღებიდან 30 წელი შესრულდება. 1995 წლის 25 სექტემბერს მიმოქცევაში გაეშვა საქართველოს ეროვნული ვალუტა - ლარი, ხოლო ამავე წლის 2 ოქტომბრიდან ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე ლარი ერთადერთ კანონიერ საგადამხდელო საშუალებად გამოცხადდა.