თბილისი, 29 დეკემბერი – Sputnik. ახმეტის მუნიციპალიტეტში უბედურ შემთხვევას ახალგაზრდა მამაკაცი ემსხვერპლა, იუწყება ტელეკომპანია „რუსთავი 2".
გავრცელებული ინფორმაციით, შემთხვევა იმ დროს მოხდა, როცა 35-წლამდე მამაკაცი სახანძრო-სამაშველო სამსახურის ეზოს ტერიტორიაზე დამონტაჟებულ სატელეფონო ანძებს ასწორებდა.
მოულოდნელად ბეტონის საყრდენი ჩამოინგრა და ის რამდენიმე მეტრის სიმაღლიდან გადმოვარდა და ადგილზე გარდაიცვალა.
მომხდარზე გამოძიება უკვე დაიწყო.