ტრაგიკული შემთხვევა გორში: სამხედრო მოსამსახურე გარდაცვლილი იპოვეს

Sputnik
თბილისი, 28 დეკემბერი - Sputnik. გორში, ერთ-ერთ საცხოვრებელ ბინაში, გარდაცვლილი სამხედრო მოსამსახურე იპოვეს. ამის შესახებ ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
უწყების ცნობით, 41 წლის მამაკაცი ნაქირავები ბინის აბაზანაში დღეს იპოვეს.
გავრცელებული ინფორმაციით, გარდაცვალების მიზეზი, სავარაუდოდ წყლის გამათბობლის გაუმართაობა და შედეგად ბუნებრივი აირით მოწამვლა გახდა.
გარდაცვლილს შესაბამისი ექსპერტიზა უტარდება.
თავდაცვის სამინისტრო მწუხარებას გამოთქვამს სამხედრო მოსამსახურის, გარდაცვალების გამო და უსამძიმრებს მის ოჯახს.