ყაზბეგში დაკარგული მთამსვლელის სავარაუდო ადგილსამყოფელი ცნობილია

მთამსვლელები და მაშველები მმამაკაცს უკვე მეხუთე დღეა ეძებენ.
Sputnik
თბილისი, 27 დეკემბერი - Sputnik. ყაზბეგში, მყინვარწვერის მარშრუტზე დაკარგული მთამსვლელის სავარაუდო ადგილსამყოფელი ცნობილია, იუწყება ტელეკომპანია „რუსთავი2“.
სამძებრო-სამაშველო სამუშაოებში, რომელიც 23 დეკემბრიდან დაიწყო, ვერტმფრენიც ჩაერთო.
გავრცელებული ინფორმაციით, 45 წლის მთამსვლელთან ბოლო კომუნიკაცია 23 დეკემბერს შედგა. იგი გამოცდილი მთამსვლელია და კოლეგებს საკუთარი კოორდინატები თავად გადასცა. მას თან აქვს სპეციალური ელექტრომოწყობილობა, რომელიც სიგნალს გადასცემს და სწორედ მისი საშუალებით მოხდა ალპინისტის მოძიება.
მთამსვლელები და მაშველები მმამაკაცს უკვე მეხუთე დღეა ეძებენ.