ხვიჩა კვარაცხელია 2023 წლის საუკეთესო მარცხენა შემტევების ათეულში მოხვდა

ხვიჩა კვარაცხელიამ „მილანის“ თავდამსხმელს რაფაელ ლეაოს გაუსწრო
Sputnik
თბილისი, 27 დეკემბერი — Sputnik. საფეხბურთო ობსერვატორიამ (CIES Football Observatory) 2023 წლის საუკეთესო მარცხენა შემტევების რეიტინგი გამოაქვეყნა - ათეულში საქართველოს ნაკრებისა და „ნაპოლის“ 22 წლის თავდამსხმელი ხვიჩა კვარაცხელია აღმოჩნდა.
თუმცა, წინა რეიტინგებიდან განსხვავებით, ხვიჩა ამჯერად მეშვიდე ადგილზეა და უსწრებს „მილანის“ შემტევ რაფაელ ლეაოს.
1.
მარკუს რაშფორდი, „მანჩესტერ იუნაიტედი“ – 81,8
2.
ჯეკ გრილიში, „მანჩესტერ სიტი“ – 81,2
3.
კაორუ მიტომა, „ბრაიტონი“ – 77,2
4.
იანიკ კარასკო, „ალ შაბაბი“ – 73,8
5.
გაბრიელ მარტინელი, „არსენალი“ – 73,5
6.
დუშან ტადიჩი, „ფენერბახჩე“ – 73,4
7.
ხვიჩა კვარაცხელია, „ნაპოლი“ – 71,7
8.
კერემ აქტურქოღლუ, „გალათასარაი“ – 71,1
9.
პედრო გონსალვეში, „სპორტინგი“ – 70,1
10.
რაფაელ ლეაო, „მილანი“ – 69,8
Cies Football Observatory-ის რეიტინგი სხვადასხვა პარამეტრების გაერთიანებით არის შედგენილი: ნათამაშები წუთები, გოლები, საგოლე პასები და სპორტული შედეგები იმ ჩემპიონატის დონიდან გამომდინარე, რომელშიც ფეხბურთელი თამაშობს.
კვარაცხელიამ მიმდინარე სეზონზე იტალიის ჩემპიონატში ხუთი გოლი გაიტანა და სამი საგოლე გადაცემა გააკეთა, პირველ სეზონში კი 12 გოლი და 10 საგოლე გადაცემა მიითვალა.