11 ადამიანი დაშავდა - ერთმანეთს მიკროავტობუსი და მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა

ჯერჯერობით უცნობია, რა გახდა ავარიის მიზეზი
Sputnik
თბილისი, 27 დეკემბერი – Sputnik. თბილისში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 11 ადამიანი დაშავდა, იუწყება ტელეკომპანია „რუსთავი 2".
ავტოავარია ორთაჭალაში, გორგასლის ქუჩაზე მოხდა - ერთმანეთს მიკროავტობუსი და მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა.
შემთხვევის ადგილზე სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადები და პოლიციის ეკიპაჟები არიან მობილიზებული.
მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.