თბილისი, 26 დეკემბერი — Sputnik. არსებობს სამი პირობა, რომელთა დაკმაყოფილებაც ღაზის სექტორში ისრაელსა და პალესტინას შორის მშვიდობის საწინდარია, აცხადებს ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ გაზეთ The Wall Street Journal-ისთვის დაწერილ სტატიაში.
მისი თქმით, ეს პირობებია: ჰამასის განადგურება, ღაზის დემილიტარიზაცია და პალესტინური საზოგადოების დერადიკალიზაცია.
„პირველ რიგში, უნდა განადგურდეს ჰამასი — ირანის მთავარი მარიონეტი. <...> ამ მიზნის მისაღწევად საჭიროა, რომ მისი სამხედრო შესაძლებლობები დაიშალოს და ღაზაზე მისი პოლიტიკური მმართველობა დასრულდეს. ჰამასის ლიდერებმა პირობა დადეს, რომ 7 ოქტომბრის ხოცვა-ჟლეტას „ისევ და ისევ“ გაიმეორებენ. ამიტომ მათი განადგურება ერთადერთი პროპორციული პასუხია ასეთი საშინელი სისასტიკის განმეორების თავიდან ასაცილებლად. ყველაფერი ნაკლები არის გარანტია მეტი ომისა და მეტი სისხლისღვრისა“, — წერს ნეთანიაჰუ.
ამასთან პრემიერ-მინისტრი აღნიშნავს, რომ „აშშ, დიდი ბრიტანეთი, საფრანგეთი, გერმანია და მრავალი სხვა ქვეყანა მხარს უჭერენ ისრაელის განზრახვას ტერორისტული ჯგუფის განადგურების შესახებ“.
ნეთანიაჰუს აზრით, ანკლავის დემილიტარიზაციისთვის აუცილებელია„ღაზის სექტორის პერიმეტრის გასწვრივ უსაფრთხოების დროებითი ზონისა და ღაზის სექტორისადაეგვიპტისსაზღვარზეინსპექტირებისმექანიზმისშექმნა“, რაცხელსშეუშლისიარაღისკონტრაბანდასღაზაში.
რაც შეეხება პალესტინელთა დერადიკალიზაციას, ნეთანიაჰუს მიაჩნია, რომ ღაზის სექტორში სკოლებმა ბავშვებს სიცოცხლის დაფასება უნდა ასწავლონ და არა სიკვდილისა, ხოლო იმამებმა უნდა შეწყვიტონ ებრაელთა დახოცვის ქადაგება.
„პალესტინური სამოქალაქო საზოგადოება უნდა გარდაიქმნას, რათა ადამიანებმა ტერორიზმთან ბრძოლას დაუჭირონ მხარი და არა მის დაფინანსებას“, — მიაჩნია ბენიამინ ნეთანიაჰუს.
პრემიერის დასკვნით, ამ სამი პირობიდან უმთავრესი ტერორისტული ორგანიზაცია ჰამასის ლიკვიდაციაა, ვინაიდან, როგორც კი ჰამასი განადგურდება, ღაზის სექტორის დემილიტარიზაციისა და საზოგადოების დერადიკალიზაციის პროცესები დაიწყება, ღაზა აღდგება, ხოლო „ახლო აღმოსავლეთში უფრო ფართო მშვიდობის პერსპექტივენი რეალური გახდება“.