თბილისი, 26 დეკემბერი – Sputnik. თბილისის მეტროპოლიტენის მგზავრებს მეტროსადგურ „დელისზე“ ვაგონების დაცლა და მომდევნო მატარებლის დალოდება სთხოვეს, აცნობეს „Sputnik-საქართველოს“ თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში.
კომპანიის ცნობით, საბურთალოს ხაზზე გაუმართაობის გამო მატარებელი ტექნიკური დათვალიერებისთვის ჩიხში გადაიყვანეს.
როგორც კომპანიაში აღნიშნეს, მომხდართან დაკავშირებით მგზავრებისთვის გადაადგილებისას საფრთხე არ ემუქრება.