თბილისი, 26 დეკემბერი — Sputnik. სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი მიიჩნევს, რომ ევრაზიის ეკონომიკური კავშირი ეკონომიკური ასოციაციაა და მას პოლიტიკური და გეოპოლიტიკური დღის წესრიგი არ უნდა ჰქონდეს.
ამის თაობაზე მან პეტერბურგში, ევრაზიული კავშირის უმაღლესი საბჭოს სხდომაზე განაცხადა.
„სიმბოლურია, რომ სომხეთის თავმჯდომარეობა ემთხვევა EAEU-ს შესახებ ხელშეკრულების ხელმოწერის მეათე წლისთავს, რომელიც ემყარება ფუნდამენტურ პოსტულატს, რომEAEU არის ეკონომიკური ასოციაცია, რომელსაც არუნდა ჰქონდეს პოლიტიკური, რომაღარაფერი ვთქვათ, გეოპოლიტიკური დღისწესრიგი. გავაგრძელოთ მისი აღქმა ამგზით და განვავითაროთ ურთიერთქმედება ჩვენი ეკონომიკური თანამშრომლობის ფარგლებში, და ამკონტექსტში შევეცადოთ აღვკვეთოთ ევრაზიული ინტეგრაციის პოლიტიზების ყველა მცდელობა“, — აღნიშნა ფაშინიანმა.
სომხეთის ლიდერის თქმით, EAEU და მისი ეკონომიკური პრინციპები არ უნდა იყოს დაკავშირებული პოლიტიკურ ამბიციებთან, ხოლო ვაჭრობისა და ინტეგრაციის ძირითადი თავისუფლებები არ შეიძლება და არ უნდა შეიზღუდოს პოლიტიკური მოსაზრებებიდან გამომდინარე, რადგან ეს გაერთიანების ფუნდამენტური პრინციპების კოროზიას გამოიწვევს.
ამასთან ფაშინიანმა ხაზი გაუსვა, რომ სომხეთი მიესალმება ირანთან თავისუფალი ვაჭრობის შესახებ ხელშეკრულების გაფორმებას, რაც „ხელს შეუწყობს ირანთან სავაჭრო, ეკონომიკურ, ლოგისტიკურ და სატრანსპორტო კავშირების გაძლიერებას“.