თბილისი, 25 დეკემბერი – Sputnik. რუსეთ-საქართველოს საზღვარზე, „ზემო ლარსის“ გამშვებ პუნქტზე, რომელიც ცუდი მეტეოროლოგიური პირობების გამო დაკეტილია, თითქმის 2,5 ათასი სატვირთო მანქანაა გაჩერებული, ნათქვამია ჩრდილოეთ ოსეთის საგზაო მოძრაობის მართვის ცენტრის ვებგვერდზე განთავსებული განცხადებაში.
საქართველო-რუსეთის საზღვრისკენ მიმავალი გზის გუდაური-კობის მონაკვეთზე ამ დროისთვის ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია. საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზა 22 დეკემბერს დილით ზვავსაშიშროების გამო ჩაიკეტა.
მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის გზა დღეისათვის ერთადერთი სახმელეთო მაგისტრალია, რომელიც საქართველოსა და სომხეთს რუსეთთან აკავშირებს, ხოლო საბაჟო-გამშვები პუნქტი „ყაზბეგი"–„ზემო ლარსი" – ერთადერთი მოქმედი გამშვები პუნქტია.