თბილისი, 25 დეკემბერი — Sputnik. საქართველოს ცალკეულ რაიონებში 27 დეკემბრამდე ცივი და თოვლიანი ამინდი შენარჩუნდება, ნათქვამია გარემოს ეროვნული სააგენტოს განცხადებაში.
უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებით, 27-28 დეკემბერს ნალექის ინტენსივობა იკლებს, თუმცა, 28 დეკემბერს მაღალმთაში ზოგან კვლავ ძლიერი თოვა, ნისლი და ქარბუქია მოსალოდნელი. იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი.
სინოპტიკოსების პროგნოზით, თბილისში შესაძლებელია მცირე ნალექი აღინიშნოს. 28 დეკემბერს დროგამოშვებით იქროლებს ჩრდილო-დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. ჰაერის ტემპერატურა დღისით ში პლუს 8-10 გრადუსი დაფიქსირდება.
სანაპირო რაიონებში (ბათუმი, ქობულეთი, ანაკლია, ფოთი) 29 დეკემბრამდე დროგამოშვებით იწვიმებს. 28 დეკემბერს იქროლებს სამხრეთ-დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. ჰაერის ტემპერატურა დღისით პლუს 10-15 გრადუსამდე მოიმატებს.
დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში (ქუთაისი, ზესტაფონი, ზუგდიდი, მარტვილი, ოზურგეთი) 29 დეკემბრამდე ნალექიანი ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით პლუს 10-15 გრადუსი დაფიქსირდება.
დასავლეთ საქართველოს მთიან რაიონებში (ამბროლაური, ონი, ცაგერი, შოვი, ჭიათურა, საჩხერე, ხულო) 29 დეკემბრამდე დროგამოშვებით მოთოვს. ჰაერის ტემპერატურა დღისით პლუს 8-10 გრადუსი იქნება.
დასავლეთ საქართველოს მაღალმთიან რაიონებში (მესტია, ბახმარო) 29 დეკემბრამდე დროგამოშვებით მოთოვს. 28 დეკემბერს ძლიერი ქარი, ნისლი და ქარბუქია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით პლუს 2-4 გრადუსი დაფიქსირდება.
ქართლში (რუსთავი, ბოლნისი, მარნეული, გარდაბანი, გორი, ცხინვალი) ზოგან ნალექიანი ამინდი იქნება. 28 დეკემბერს იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. ჰაერის ტემპერატურა დღისით პლუს 8-10 გრადუსი დაფიქსირდება.
ნალექიანი ამინდია მოსალოდნელი კახეთშიც (საგარეჯო, თელავი, გურჯაანი, სიღნაღი, ლაგოდეხი, ყვარელი, ახმეტა, დედოფლისწყარო). 28 დეკემბერს იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. ჰაერის ტემპერატურა დღისით პლუს 8-10 გრადუსი დაფიქსირდება.
აღმოსავლეთ საქართველოს მთიან რაიონებში (ახალციხე, ბორჯომი, დუშეთი, თიანეთი, ფასანაური, დედოფლისწყარო) 29 დეკემბრამდე ზოგან მოთოვს. ჰაერის ტემპერატურა დღისით პლუს 4-9 გრადუსი დაფიქსირდება.
აღმოსავლეთ საქართველოს მაღალმთიან რაიონებში (ახალქალაქი, წალკა, ბაკურიანი, გუდაური, ომალო) 29 დეკემბრამდე დროგამოშვებით თოვლია მოსალოდნელი. 28 დეკემბერს ძლიერი ქარი, ნისლი და ქარბუქია ნავარაუდევი ჰაერის ტემპერატურა დღისით -1, +4 გრადუსი დაფიქსირდება.