თბილისი, 25 დეკემბერი - Sputnik. საბერძნეთში ქურდობის ბრალდებით საქართველოს ორი მოქალაქე დააკავეს, იუწყება ტელეკომპანია „რუსთავი2“.
გავრცელებული ინფორმაციით, 32 და 37 წლის ქართველები 2019-2023 წლებში ქვეყნის სხვადასხვა ქალაქში სახლებსა და ძვირადღირებულ მანქანებს ძარცვავდნენ. გაქურდულია 50-ზე მეტი ბინა.
ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, დანაშაული ხშირად დღესასწაულებზე ხდებოდა. საერთო ჯამში, მათ წინააღმდეგ დაკავების 9 ორდერი გაიცა.
მომხდარის შესახებ დამატებითი დეტალებიამ დროისთვის უცნობია.