საქართველო დასავლეთსა და აღმოსავლეთს შორის – რა კურსი უნდა აირჩიოს ქვეყანამ

საქართველო ევროკავშირის ზღურბლზე, ქართულ-რუსული ურთიერთობების შეჯამება და მომავლის პროგნოზები – ამ აქტუალურ თემებზე ისაუბრეს ექსპერტებმა და ჟურნალისტებმა მრგვალ მაგიდაზე, რომელიც გამართა გაზეთმა „თავისუფალი საქართველო“
Sputnik
მთავარი განსახილველი თემა იყო ქართულ-რუსული ურთიერთობები. პოლიტოლოგ არნო ხიდირბეგიშვილის თქმით, 2023 წელს კარგი ნაბიჯები გადაიდგა – აღდგა ავიამიმოსვლა და გაუქმდა სავიზო რეჟიმი, თუმცა, მისი თქმით, ეს მხოლოდ ტექნიკური საკითხებია.