Fabrika ყველას საშობაო ბაზრობაზე ეპატიჟება

ბაზრობაზე წარმოდგენილია ხელნაკეთი ნაწარმი, ასევე სასუსნავები - ცხელი შოკოლადი, შემწვარი წაბლი და არომატული გლინტვეინი.
Sputnik
თბილისი, 24 დეკემბერი — Sputnik. Fabrika-ს მრავალფუნქციურ არტ-ცენტრში მეორე დღეა საშობაო ბაზრობა მიმდინარეობს.
„გელოდებით დიდებს პატარებთან და პატარებს დიდებთან ერთად, მათ ვისაც ყველაზე ძალიან გიყვართ წელიწადის ეს დრო და გინდათ ეს ემოცია თქვენთვის მნიშვნელოვან ადამიანებს გაუზიაროთ“, - აღნიშნავენ ორგანიზატორები.
ნაძვის ხის სათამაშოები
ბაზრობაზე წარმოდგენილია ხელნაკეთი ნაწარმი, ასევე სასუსნავები - ცხელი შოკოლადი, შემწვარი წაბლი და არომატული გლინტვეინი.