თბილისი, 23 დეკემბერი – Sputnik. ვერის რაიონში, ხორავას ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთ ბარში ხანძარი გაჩნდა, იუწყება საქართველოს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური.
თვითმხილველების თქმით, ხანძარი ბარის სარდაფში გაჩნდა. ინციდენტის დროს დაწესებულება დაკეტილი იყო. მიუხედავად ამისა, შიგნით იყო ერთი ადამიანი, რომელიც დროულად გამოიყვანეს.
ამ დროისთვის ხანძარი ლიკვიდირებულია.
შემთხვევის ადგილზე მობილიზებული იყო მეხანძრე-მაშველები და საპატრულო პოლიცია.