მძიმე ავარია დმანისში: არიან დაღუპულები და დაშავებულები

სამი ავტომობილის შეჯახების შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა, კიდევ ორი დაშავდა
Sputnik
თბილისი, 23 დეკემბერი – Sputnik. დმანისის მუნიციპალიტეტში ღამით მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა, იუწყება ადგილობრივი მედია.
თვითმხილველების თქმით, სოფელ ტნუსთან ღამით ერთმანეთს სამი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა.
დაშავდა კიდევ ორი ​​ადამიანი, რომლებიც კლინიკაში გადაიყვანეს. ერთი მათგანის მდგომარეობა მძიმეა.
მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.