გურიაში საახალწლო ღონისძიებებისთვის დამონტაჟებული მონიტორი პიანისტს დაეცა

დაზარალებული კლინიკაში უკვე გადაიყვანეს. მას უკვე გაეწია პირველადი სამედიცინო დახმარება,
Sputnik
თბილისი, 23 დეკემბერი – Sputnik. ოზურგეთში საახალწლო ღონისძიებისთვის მოწყობილ სცენაზე დამონტაჟებული ეკრანი წაიქცა, დაშავებულია ერთი ადამიანი, იუწყება „გურია ნიუსი“.
ინციდენტი ცოტა ხნის წინ ქალაქის ცენტრალურ მოედანზე საახალწლო ღონისძიების მზადებისას მოხდა.
დაზარალებული ღონისძიებაში მონაწილე პიანისტი ქალი ირინა სოლტიშია - ეკრანი სწორედ მას დაეცა. ის დაზიანებებით კლინიკაში უკვე გადაიყვანეს.
„პაციენტს დაზიანებული აქვს ქვედა კიდური. აღენიშნება წვივის ამოვარდნა და გოჯის მოტეხილობა. მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. მას უკვე გაეწია პირველადი სამედიცინო დახმარება“, - განაცხადეს ოზურგეთის კლინიკა „მედალფაში”.
მათივე ცნობით, პაციენტს ფეხზე თაბაშირი დაადეს ადა კლინიკიდან გაწერეს.