თბილისი, 23 დეკემბერი – Sputnik. ავსტრიაში ქურდობის ბრალდებით საქართველოს მოქალაქეები დააკავეს, იუწყება „ტვ პირველი“.
საქართველოს მოქალაქეებთან ერთად ამავე საქმეზე ერთი უკრაინელი მამაკაციც არის დაკავებული.
სამართალდამცველების ცნობით, დაჯგუფების წევრებმა სხვადასხვა ქალაქში ჯამში 62 ბინა გაქურდეს. ბინებიდან გატანილია ელექტროტექნიკა და ტანსაცმელი.
ქურდობაში მხილებული მამაკაცები მოპარულ ნივთებს საქართველოში გზავნიდნენ, რის გამოც პოლიციამ მათი საცხოვრებელი სახლები საქართველოში გაჩხრიკა.