ცნობილია, როდის აღუდგება გაზის მიწოდება დიდუბის რაიონს

„თბილისი ენერჯი“ მოუწოდებს აბონენტებს, არ დატოვონ უყურადღებოდ გაზის დანადგარები.
Sputnik
თბილისი, 22 დეკემბერი — Sputnik. მიწისქვეშა გაზსადენის დაზიანების გამო დიდუბის რაიონში 8.800-მდე აბონენტს გაზის მიწოდება შეუწყდა, იუწყება გაზგამანაწილებელი კომპანია „თბილისი ენერჯი“.
როგორც კომპანიაში აცხადებენ, გაზის მიწოდების აღდგენა დაიწყება ხვალ, 23 დეკემბრის 10:00 სთ-დან, და დასრულდება 20:00 სთ-მდე.
„თბილისი ენერჯი“ ბოდიშს უხდის აბონენტებს შექმნილი დისკომფორტის გამო.