ჩიჩილაკი ახალი წლის ერთ-ერთი სიმბოლოა
ის თითქმის ყოველ ნაბიჯზე იყიდება
ჩიჩილაკს სწორი ტოტებისგან აკეთებენ. ტოტებს თლიან და თხელ ქერქს მასზე ტოვებენ
ჩიჩილაკს წააწყდებით ქუჩებშიც, ბაზრებშიც, მაღაზიებსა და სპეციალურ საახალწლო ბაზრობებზე სპორტის სასახლესთან
მას უამრავი ადამიანი ყიდულობს და ნაძვის ხის გვერდით ათავსებს
მიიჩნევა, რომ ჩიჩილაკი უარყოფითი ემოციებს ისრუტავს
ამიტომ ახალი წლის შემდეგ მას წვავენ
ჩიჩილაკის დამზადების ტრადიცია გურიიდან გავრცელდა
ტრაიდიციის მიხედვით, მას თხილის ტოტებისგან ამზადებენ, რომლებსაც ბარბარობის დღესასწაულზე ჭრიან. ჩიჩილაკი ნებისმიერი ხისგან კეთდება, მთავარია ტოტები იყოს სწორი
გაქრისტიანებასთან ერთად გარდაიქმნა ბევრი წარმართული ტრადიციაც. დღეს ჩიჩილაკის თავზე ჯვარს ამაგრებენ ან თლიან
მისი სიმაღლე დაახლოებით 50-70 სანტიმეტრია, მაგრამ შეხვდებით ორი მეტრის სიმაღლის ჩიჩილაკსაც
ზოგიერთ ჩიჩილაკს თავზე უკეთებენ თასს, რომელშიც ნუგბარს ალაგებენ