მსოფლიო დღეს

სროლა პრაღის ერთ-ერთ სკოლაში - არიან დაღუპულები და დაჭრილები

შენობიდან ყველა ევაკუირებულია, შემთხვევის ადგილზე რამდენიმე გვამი და ათობით დაჭრილია.
Sputnik
თბილისი, 21 დეკემბერი – Sputnik. პრაღის ცენტრში, იან პალახის მოედანზე მდებარე სკოლაში სროლის შედეგად დაღუპულები და დაჭრილები არიან, იტყობინება ქალაქის პოლიციის სამმართველო X ქსელში.
„ამ წუთებში იან პალახის მოედანზე (პრაღის ცენტრში) მდებარე სკოლაში პოლიცია მუშაობს. იყო ინფორმაცია სკოლაში სროლის შესახებ. შემთხვევის ადგილზე პოლიცია, ექიმები და მეხანძრეები მიდიან. პირველადი ინფორმაციით, ადგილზე არიან გარდაცვლილები და დაჭრილები", - ნათქვამია განცხადებაში.
პოლიციამ აღნიშნა, რომ მსროლელი ლიკვიდირებულია. შენობიდან ყველა ევაკუირებულია, შემთხვევის ადგილზე რამდენიმე გვამი და ათობით დაჭრილია.