თბილისი, 21 დეკემბერი – Sputnik. პრაღაში, კარლოვის უნივერსიტეტის ფილოსოფიის ფაკულტეტის შენობაში სროლის შედეგად დაშავებული ქართველების შესახებ ინფორმაცია ჩეხეთში საქართველოს საელჩოს არ მიუღია, იუწყება საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო.
„საქართველოს საელჩო ჩეხეთის რესპუბლიკაში ინფორმირებულია ინციდენტის შესახებ, კავშირზეა ჩეხეთის შესაბამის სტრუქტურებთან. საქართველოს მოქალაქეების დაშავების შესახებ ინფორმაცია ჯერ არ არის“,- აღნიშნულია საგარეო უწყების ინფორმაციაში.
ინციდენტი ხუთშაბათს, 21 დეკემბერს საღამოს მოხდა. უცნობმა პირმა შენობაში ცეცხლი გახსნა. ამ დროისთვის მსროლელი ლიკვიდირებულია.
ბოლო მონაცემებით, სროლის შედეგად 15 ადამიანი დაიღუპა, დაჭრილია 24 ადამიანი.