მატვიენკო: უკრაინის მიმართ დასავლეთის ინტერესი იკლებს

Sputnik
თბილისი, 21 დეკემბერი — Sputnik. რუსეთის ფედერაციის საბჭოს სპიკერი ვალენტინა მატვიენკო ჯერ ვერ ხედავს უკრაინაში კონფლიქტის დასრულების წინაპირობებს, მაგრამ მიაჩნია, რომ დასავლეთის ინტერესი ამ თემის მიმართ იკლებს, იუწყება „რია ნოვოსტი“.
მატვიენკომ ყოველწლიურ ბრიფინგზე „რია ნოვოსტის“ შეკითხვაზე, არსებობს თუ არა უკრაინაში კონფლიქტის დასრულების წინაპირობები, აღნიშნა:
„მართალი გითხრათ, ჯერჯერობით ვერ ვხედავ ამ კონფლიქტის შეწყვეტის წინაპირობებს. მაგრამ ის, რომ დასავლეთის ინტერესი უკრაინული თემის მიმართ იკლებს, რომ მათ პარლამენტებს აღარ დარჩათ საკუთარი მოსახლეობისთვის არგუმენტები უკრაინისთვის დამატებით დიდი თანხების გამოყოფისთვის, ეს ფაქტია“.
ამასთან საბჭოს სპიკერმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ „სპეცოპერაციის მიზნები იგივე რჩება — უკრაინა არ უნდა იყოს ანტირუსული პროექტი“.
მატვიენკო დარწმუნებულია, რომ „დასავლეთი უკრაინას გადააგდებს“, როგორც ეს მანამდე მოხდა ერაყისა თუ ავღანეთის შემთხვევაში, ვინაიდან ეს „კოლექტიური დასავლეთის კორპორატიული სტილია“.