თბილისი, 21 დეკემბერი — Sputnik. პალესტინურ მოძრაობა ჰამასს არ სურდა ისრაელის აღიარება, მაგრამ გამოჩნდა სიგნალები, რომ მოძრაობა მზადაა, ცნოს ისრაელის სახელმწიფო, განუცხადა „რია ნოვოსტის“ პალესტინის ელჩმა ვენაში სალაჰ აბდელ შაფიმ.
„ჩვენ ყველამ ვიცით, რომ ჩვენსა და ჰამასს შორის განსხვავება პოლიტიკური უთანხმოებაა. ჩვენ ყოველთვის ორ სახელმწიფოს ვუჭერდით მხარს. ჰამასს არ სურდა ისრაელის სახელმწიფოდ აღიარება. ვფიქრობ, ჩვენ შეგვიძლია შევთანხმდეთ. ჰამასისგან შემოდის დადებითი სიგნალები, რომ ისინიც არიან აღიარონ ორი სახელმწიფო“, — განაცხადა დიპლომატმა.
ისრაელი-პალესტინის კონფლიქტი მხარეების ტერიტორიულ ინტერესებს უკავშირდება და უკვე მრავალი წელია, რეგიონში დაძაბულობისა და დაპირისპირებების წყაროა. გაეროს გადაწყვეტილებითა და საბჭოთა კავშირის აქტიური როლის შედეგად, 1947 წელს ორი — ისრაელისა და პალესტინის სახელმწიფოების შექმნა განისაზღვრა, მაგრამ რეალურად შეიქმნა მხოლოდ ისრაელის სახელმწიფო.