თბილისი, 21 დეკემბერი – Sputnik. პოპულარულმა მუსიკოსმა, ბიძინა ივანიშვილის ვაჟმა ბერამ ახალი სიმღერა Christmas on the Beach გამოუშვა.
სამწლიანი შესვენების შემდეგ ბერა ივანიშვილმა მსმენელი ახალი სიმღერითა და კლიპით გაახარა.
ბერას ახალი კლიპი დღესასწაულისთვის უჩვეულო გარემოშია გადაღებული – ჩვეულებრივ, საშობაო კლიპს თოვლიან ადგილებში იღებენ, აქ კი შერჩეულია მზიანი ბრაზილია და მისი ქვიშიანი პლაჟები. აქედან არის მისი დასახელებაც Christmas on the Beach.
სოციალური ქსელის მომხმარებლები ახალი სიმღერით ძალიან კმაყოფილი დარჩნენ და ეს კომენტარები გამოხატეს: „მომწონს შენი სიმღერა, ნგელოზის ხმა გაქვს“, „დავამატე „პლეი ლისტს“, „შესანიშნავი სიმღერა, ძალიან კარგი ხმა, ჩემი საყვარელი საშობაო სიმღერა“.
ვიდეო ერთი დღის წინ გამოქვეყნდა და უკვე 600 ათასი ნახვა აქვს.