საბერძნეთში ნარკოდანაშაულისთვის საქართველოს მოქალაქე დააკავეს

საქართველოს მოქალაქის დაკავება მასშტაბური სპეცოპერაციის ფარგლებში მოხდა
Sputnik
თბილისი, 20 დეკემბერი — Sputnik. საბერძნეთის ქალაქ სალონიკში ნარკოდანაშაულის ბრალდებით საქართველოს მოქალაქე დააკავეს, იუწყება ადგილობრივი მედია.
გავრცელებული ინფორმაციით, დაკავებულია 46 წლის მამაკაცი. პოლიციამ მასთან ერთად საქმის კიდევ ერთი ფიგურანტი - 60 წლის მამაკაცი დააკავა, რომლის მოქალაქეობაც მითითებული არ არის.
სამართალდამცველებმა მამაკაცი ჩხუბის დროს დააკავეს. ბერძნული მედიის ცნობით, დაკავებულებს შორის კონფლიქტის მიზეზი „ჰეროინი" და „კოკაინი" იყო.
საქართველოს მოქალაქის დაკავება მასშტაბური სპეცოპერაციის ფარგლებში მოხდა, რომლის დროსაც პოლიციამ ნარკოტიკების შენახვაში ეჭვმიტანილი კიდევ 15 პირი გაჩხრიკა.