პუტინმა უშიშროების სამსახურების თანამშრომლებს მიმართა

Sputnik
თბილისი, 20 დეკემბერი — Sputnik. კიევი, უცხოური სადაზვერვო სამსახურების პირდაპირი მხარდაჭერით, ღიად დაადგა სახელმწიფო ტერორიზმის გზას, განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა უშიშროების სამსახურების თანამშრომელთა დღესთან დაკავშირებულ ვიდეომიმართვაში.
„ეს არის დივერსიები სამოქალაქო ობიექტების, სატრანსპორტო და ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის წინააღმდეგ, ტერორისტული აქტები მშვიდობიანი მოსახლეობის, მთავრობის წარმომადგენლებისა და საზოგადო მოღვაწეების წინააღმდეგ“, — მიაჩნია რუსეთის ლიდერს.
ამასთან პუტინმა შესაბამის სამსახურებს მოუწოდა, ყველა სფეროში გააძლიერონ ანტიტერორისტული მუშაობა ტექნიკური და ოპერატიული შესაძლებლობების ფართო სპექტრის გამოყენებით, აქტიურად ითანამშრომლონ თავდაცვის სამინისტროსთან და სხვა უწყებებთან.