თბილისში ხანძრის შედეგად ხანდაზმული ქალი დაიღუპა

Sputnik
თბილისი, 19 დეკემბერი – Sputnik. თბილისში, ნუცუბიძის პლატოზე საცხოვრებელ კორპუსში გაჩენილ ხანძარს ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, იუწყება ტელეკომპანია „ფორმულა“.
ტელეარხის ინფორმაციით, ბინაში ასაკოვანი ქალის ცხედარი იპოვეს.
მათივე ცნობით, ხანძარი ლიკვიდირებულია. ხანძრის და გარდაცვალების მიზეზს ექსპერტიზა დაადგენს.