თბილისი, 19 დეკემბერი – Sputnik. საფრანგეთში 28 წლის ქართველმა ქალმა 31 წლის მეუღლე გაგუდა, იუწყება ტელეკომპანია „მთავარი არხი“ ფრანგულ მედიაზე დაყრდნობით
შემთხვევა ქალაქ ტულონში 17 დეკემბერს მოხდა. ცოლ-ქმარს ხუთი შვილი ჰყავს, ყველა მცირეწლოვანი ბავშვთა თავშესაფარშია გადაყვანილი.
„მკვლელობაში ბრალდებული ლანა კ. მეუღლის მიერ 2022 წლის აგვისტოში ჩადენილი ოჯახური ძალადობის მსხვერპლი იყო, თუმცა, პროცედურა გაუქმდა მას შემდეგ, რაც დაზარალებულმა მასზე ძალადობა უარყო“, -აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.
საქმის სხვა დეტალები მედიისთვის ჯერჯერობით უცნობია.