თბილისი, 19 დეკემბერი — Sputnik. ჩრდილოეთ კორეის მიერ 18 დეკემბერის ღამით კონტინენტთაშორისი ბალისტიკური რაკეტის გაშვება არის „სიგნალი მტრული ძალებისთვის“, როგორ იმოქმედებს ფხენიანი, თუ შეერთებული შტატები „არასწორ გადაწყვეტილებას“ მიიღებს, განაცხადა ჩრდილოეთ კორეის ლიდერმა კიმ ჩენ ინმა.
„ამხანაგმა კიმ ჩენ ინმა აღნიშნა, რომ ჩვენ მივეცით მკაფიო სიგნალი მტრულ ძალებს, რომლებიც, მიუხედავად ჩვენი არაერთგზის მკაცრი გაფრთხილებისა და დაგმობისა, მაინც აფართოებენ ჩვენი რესპუბლიკის საწინააღმდეგო სამხედრო კონფრონტაციულ ისტერიას. <...> მან თქვა, რომ წვრთნები იყო მომენტი, რომელმაც ნათლად აჩვენა, თუ რა დაუყოვნებელი მოქმედებისთვის ვართ მზად, რაიქნება ჩვენი არჩევანი, თუ ვაშინგტონი არასწორ გადაწყვეტილებას მიიღებს ჩვენ წინააღმდეგ. ასევე კიდევ ერთხელ შეაფასა წვრთნები როგორც ჩვენი ურყევი, ზეხისტი ნებისა და აბსოლუტური სიძლიერის აშკარა დემონსტრირება“, — წერს ჩრდილოკორეული kcna.
ჩრდილოეთ კორეამ 18 დეკემბრის ღამით რაკეტა „ჰვასონ-18“ გაუშვა, რომელმაც 4415 წამში1002,3 კმ გაიფრინა და იაპონიის ზღვაში, კუნძულ ოკუშირიდან 250 კმ-ში ჩამოვარდა. ტოკიოში მიაჩნიათ, რომ სხვა ტრაექტორიით ფრენისას რაკეტას შეეძლო მიეღწია შეერთებული შტატების ნებისმიერ წერტილამდე.
მანამდე, 17 დეკემბერს, ფხენიანმა ბალისტიკური რაკეტაც გამოცადა, რომელიც 400 კმ ფრენის შემდეგ იაპონიის ზღვაში ჩამოვარდა.