მსოფლიო დღეს

გაეროს მოწოდება: უკრაინამ ქვეყანაში არსებული ყველა ენის გამოყენების უფლება უნდა დაუშვას

Sputnik
თბილისი, 19 დეკემბერი — Sputnik. უკრაინაში არსებული ყველა ენა ხელმისაწვდომი უნდა იყოს გამოსაყენებლად, ხოლო უმცირესობების უფლებები — დაცული, განაცხადა გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესმა კომისარმა ვოლკერ ტურკმა.
როგორც რუსული საინფორმაციო სააგენტო „რია ნოვოსტი“ წერს, ტურკმა ეს განცხადება გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისის ანგარიშის წარდგენისას გააკეთა.
„როდესაც შარშან უკრაინას ვესტუმრე, მივხვდი, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ხვალინდელი დღის ხედვისთვის თვალყურის დევნება, რათა ისეთი უკრაინისთვის მოვემზადოთ, სადაც ხალხს ცხოვრება ენდომება ომის დასრულების შემდეგ. ეს მოითხოვს სოციალური ინტეგრაციის უზრუნველყოფას ყველა საზოგადოებისათვის და უმცირესობების უფლებების დაცვას, მათ შორის, უკრაინაში ყველა სალაპარაკო ენის გამოყენების უფლებას“, — აღნიშნა ტურქმა.
ამასთან, „რია ნოვოსტის“ ინფორმაციით, OHCHR-ის ანგარიშში მითითებულია, რომ უკრაინის რადის მიერ უმცირესობების შესახებ 2023 წლის სექტემბერში მიღებული კანონი აჩერებს რუსულენოვანი უმცირესობის ზოგიერთ უფლებას.
მანამდე ვენეციის კომისიამ დაასკვნა, რომ უკრაინის კანონები დებულებები განათლების, ენისა და უმცირესობების შესახებ, ეწინააღმდეგება საერთაშორისო შეთანხმებებს და არ შეესაბამება ევროპულ ნორმებსა და ღირებულებებს. აგვისტოში რადამ უმცირესობებისთვის ენის სტანდარტების შერბილების წინადადება წამოაყენა, რუსების გარდა.