საქართველოში 22 დეკემბრამდე ცივი ამინდია მოსალოდნელი

გარემოს ეროვნულმა სააგენტომ უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი გამოაქვეყნა.
Sputnik
თბილისი, 18 დეკემბერი — Sputnik. საქართველოს მთელ ტერიტორიაზე 22 დეკემბრამდე შედარებით ცივი და უნალექო ამინდია მოსალოდნელი, ნათქვამია გარემოს ეროვნული სააგენტოს განცხადებაში.
სინოპტიკოსების პროგნოზით, თბილისში 18-21 დეკემბერს უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა ღამით მინუს გრადუსამდე დაიკლებს, დღის საათებში კი პლუს 8-10 გრადუსი დაფიქსირდება.
სანაპირო რაიონებში (ბათუმი, ქობულეთი, ანაკლია, ფოთი) 22 დეკემბრამდე უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით პლუს 10-15 გრადუსამდე მოიმატებს.
დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში (ქუთაისი, ზესტაფონი, ზუგდიდი, მარტვილი, ოზურგეთი) 22 დეკემბრამდე უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით პლუს 10-15 გრადუსია ნავარაუდევი.
22 დეკემბრამდე უნალექო ამინდია მოსალოდნელი დასავლეთ საქართველოს მთიან რაიიონებშიც (ამბროლაური, ონი, ცაგერი, შოვი, ჭიათურა, საჩხერე, ხულო) - ჰაერის ტემპერატურა დღისით პლუს 7-12 გრადუსი იქნება.
დასავლეთ საქართველოს მაღალმთიან რაიონებში (მესტია, ბახმარო) 22 დეკემბრამდე უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით პლუს 2-7 გრადუსი დაფიქსირდება.
18-21 დეკემბერს ქართლში (რუსთავი, ბოლნისი, მარნეული, გარდაბანი, გორი, ცხინვალი) უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა ღამით მინუს 3-5 გრადუსამდე დაიკლებს, დღისით კი პლუს 8-10 გრადუსი დაფიქსირდება.
კახეთში (საგარეჯო, თელავი, გურჯაანი, სიღნაღი, ლაგოდეხი, ყვარელი, ახმეტა, დედოფლისწყარო) 18-21 დეკემბერს უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა ღამით მინუს 2-4 გრადუსამდე დაიკლებს, დღისით კი პლუს 8-10 გრადუსი დაფიქსირდება.
22 დეკემბრამდე აღმოსავლეთ საქართველოს მთიან რაიონებშიც (ახალციხე, ბორჯომი, დუშეთი, თიანეთი, ფასანაური, დედოფლისწყარო) უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით პლუს 4-9 გრადუსი დაფიქსირდება.
აღმოსავლეთ საქართველოს მაღალმთიან რაიონებში (ახალქალაქი, წალკა, ბაკურიანი, გუდაური, ომალო) 22 დეკემბრამდე უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით -1, +4 გრადუსი დაფიქსირდება.