თბილისი, 18 დეკემბერი — Sputnik. მაშველებმა რთული მეტეოროლოგიური პირობებისა და თოვლის გამო გოდერძის უღელტეხილზე ჩარჩენილი საქართველოს რვა მოქალაქე გამოიყვანეს, ნათქვამია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
გავრცელებული ინფორმაციით, დიდთოვლობისა და ცუდი ხილვადობის გამო სამმა ავტომობილმა, რომელშიც რვა ადამიანი იმყოფებოდა, გზის გაგრძელება ვერ შეძლო.
მეხანძრე-მაშველების მიერ ყველა შესაბამისი სპეცტექნიკის მობილიზების შედეგად, თოვლში ჩარჩენილი ავტომობილების თოვლის საფარიდან გამოთავისუფლება და მოქალაქეების უსაფრთხო ადგილზე გადაყვანა მოხდა.