თბილისი, 18 დეკემბერი — Sputnik. უეფას ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში იტალიის „ნაპოლის“ მეტოქე „ბარსელონა“ იქნება.
„ნაპოლის“ შემადგენლობაში უკვე მეორე სეზონი საქართველოს ნაკრების თავდამსხმელი ხვიჩა კვარაცხელია თამაშობს.
შვეიცარიის ქალაქ ნიონში ორშაბათს, 18 დეკემბერს უეფას ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალის წილისყრა გაიმართა.
მერვედფინალის პირველი მატჩები 13-14 და 20-21 თებერვალს გაიმართება, საპასუხო მატჩები – 5-6 და 12-13 მარტს.
წილისყრის შედეგები:
„პორტო" (პორტუგალია) – „არსენალი" (ინგლისი)
„ნაპოლი" (იტალია) – „ბარსელონა" (ესპანეთი)
პსჟ (საფრანგეთი) – „რეალ სოსიედადი“ (ესპანეთი)
„ინტერი“ (იტალია) – „ატლეტიკო“ (ესპანეთი)
„ეინდჰოვენი” (ჰოლანდია) – „დორტმუნდი” (გერმანია).
„ლაციო“ (იტალია) – „ბაიერნი“ (გერმანია)
„კოპენჰაგენი“ (დანია) – „მანჩესტერ სიტი“ (ინგლისი)
„ლაიფციგი“ (გერმანია) – „რეალი“ (ესპანეთი).
გასულ სეზონში „ნაპოლიმ“ თითქმის მიაღწია ისტორიულ შედეგს - ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალს, მაგრამ ორი მატჩის ჯამით დამარცხდა მილანთან (1:2).
ჯგუფურ ეტაპზე „ნაპოლიმ“ 15 ქულა დააგროვა და პირველი ადგილიდან პლეი ოფში დამაჯერებლად გავიდა. იტალიელებთან დამარცხდნენ „ლივერპული“ (1:4) და „აიაქსი“ (1:6). მერვედფინალის ეტაპზე „ნაპოლი“ შედარებით სუსტ მეტოქეს - „აინტრახტს“ დაუპირისპირდა, რომელსაც ნეაპოლიტანელებმა ორ მატჩში საერთო ანგარიშით 5:0 მოუგეს.
გასული სეზონის შედეგების მიხედვით ხვიჩა კვარაცხელია უეფას ჩემპიონთა ლიგის 2022/2023 წლების სეზონის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელად აღიარეს. მან ორი გოლი გაიტანა და ოთხი საგოლე გადაცემა გააკეთა.