დავით გიორგაძემ კორეული VOGUE-ის გარეკანი გადაიღო

ქართველი ფოტოგრაფი მრავალი წელია წარმატებით თანამშრომლობს მოდის სახლებთან
Sputnik
თბილისი, 18 დეკემბერი — Sputnik. დავით გიორგაძე პირველი ქართველი ფოტოგრაფია, რომელმაც ჟურნალ Vogue-ის გარეკანზე იმუშავა.
გიორგაძემ ჟურნალის იანვრის ნომერზე იმუშავა. ქართველი ფოტოგრაფის ობიექტივში ამერიკელი მოდელი ლულუ ტენი მოხვდა.
ფოტოგრაფი დავით გიორგაძე 2014 წლიდან ბერლინში ცხოვრობს და მოღვაწეობს. კომერციული გადაღებებით იგი თბილისში 13-14 წლის ასაკში დაკავდა. ფოტოგრაფი ასევე თანამშრომლობდა ქართულ ბრენდთან Situationist.
ფოტოგრაფი მრავალი წელია წარმატებით თანამშრომლობს ისეთ მოდის სახლებთან და მედიაგამოცემებთან, როგორებიცაა Bottega Veneta, Burberry, Helmut Lang, Prada, Mugler, Versace და Proenza Schouler და ა.შ.