იტალიის ჩემპიონატის მატჩში კვარაცხელიას გოლმა „ნაპოლის“ მოგება მოუტანა

ამ გამარჯვების შედეგად „ნაპოლი“ სერია A-ს სატურნირო ცხრილში მეოთხე ადგილზე აიწია
Sputnik
თბილისი, 17 დეკემბერი – Sputnik. იტალიის ჩემპიონატის მე-16 ტურის მატჩში იტალიური „ნაპოლის” ქართველმა გარემარბმა ხვიჩა კვარაცხელიამ გადამწყვეტი გოლით „ნაპოლის“ „კალიარიზე” გამარჯვება მოუტანა.
ნეაპოლში დიეგო მარადონას სახელობის სტადიონზე გამართული მატჩი მასპინძელთა სასარგებლოდ 2:1 დასრულდა.
69-ე წუთზე გოლი „ნაპოლის“ ფეხბურთელმა ვიქტორ ოსიმენმა გაიტანა, კვარაცხელიამ - 75-ე წუთზე, რის წყალობითაც კლუბმა გამარჯვება მოიპოვა. „კალიარიდან“ გოლი ლეონარდო პავოლეტიმ 72-ე წუთზე გაიტანა.
„ნაპოლიმ“ 27 ქულა დააგროვა და სერია A-ს სატურნირო ცხრილში მეოთხე ადგილამდე დაწინაურდა.
აღსანიშნავია, რომ უსაფრთხოების მიზნით ნეაპოლში მატჩი დაგეგმილზე 30 წუთის გვიან დაიწყო - ქალაქში ძლიერი ქარი იყო.